მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გმირთა მოედანსა და აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის იერ-სახის მოწესრიგებისა და დატბორვის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით მიმდინარეობდა, ტროტუარების დაგებით დასრულდება.
დღეს აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარზე ფილაქნის დაგების სამუშაოები დაიწყო. პროცესი ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ, ვიცე-მერმა, ალეკო ბურჭულაძემ და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა მოინახულეს.
ტროტუარი ჯამში 1300 მეტრის სიგრძის იქნება. ქუჩაზე, სადაც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების პრობლემა მუდმივად იდგა, დაიგება, როგორც ფილაქანი და ბორდიური, ასევე, გაშენდება მწვანე საფარი, რაც ქუჩას საბოლოო, დასრულებულ სახეს შესძენს.
აღმაშენებლის ქუჩაზე უკვე გაკეთდა სანიაღვრე არხები და ცხაურები, ასევე, საფუძვლიანად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია, რაც ქალაქს დატბორვისგან საბოლოოდ დაიცავს.
(R)