ამ წუთებში შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობის წინ, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, შოთა ართმელაძისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის, ტარიელ ანთაძის მეზობლები და ახლობლები არიან შეკრებილები.
"არ ვიცით, რა მოხდა. ჩვენ გვეგონა ისინი ოზურგეთის სამართალდამცავების მიერ იყვნენ დაკავებულები, მაგრამ აქ არ აღმოჩნდნენ. როგორც გავიგეთ, ქობულეთის პოლიციაში იმყოფებიან. ქობულეთის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა, მეტი არაფერი ვიცით." – გვითხრეს ართმელაძის მეზობლებმა.