ევროზონის ქვეყნებიდან გერმანია ერთ-ერთია, რომელსაც საბერძნეთისა და ევროკავშირის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმებისთვის მხარი უნდა დაეჭირა.
BBC-ის ინფორმაციით, დღეს გერმანიის პარლამენტარებმა საბერძნეთისთვის 86 მილიარდი ევროს 5 წლის ვადით გამოყოფის საკითხს კენჭი უყარეს და საბერძნეთის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღეს.
მაუწყებლის ცნობით, კენჭისყრის დაწყებამდე გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი სიტყვით გამოვიდა. მან პარლამენტარებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ ინიციატივისთვის, რადგან ის "აბსოლუტურად დარწმუნებულია", რომ ეს ნაბიჯი საბერძნეთის კრიზისიდან გამოსვლას ხელს შეუწყობს.
როგორც ცნობილია, ავსტრიამ, საფრანგეთმა და ფინეთმა მოლაპარაკებას მხარი უკვე დაუჭირეს. ასევე, შეთანხმების რატიფიცირება ათენშიც მოხდა.