საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანდრო ბარნოვის პოლიციელებთან დაპირისპირების ფაქტს "პროვოკაციას" უწოდებს.
"ეს იყო გარკვეული პროვოკაცია, რასაც გარკვეულმა ჯგუფებმა ასევე პროვოკაციით უპასუხეს. ეს არის საფრთხილო საქმე და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავს პროვოკაციებს, არც ქვეყნის შიგნიდან და არც ქვეყნის გარედან.
ეს არის პრინციპული საკითხი. ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგის ვინმე ბარნოვის ქმედება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ხელისუფლების წარმომადგენელს, პოლიციელს. მე მივმართავ პოლიციელებს, ასეთი ტიპის პროვოკაციები დაუყონებლივ აღკვეთონ. პოლიციელმა უნდა დაიცვას თავისი მუნდირი და ღირსება. ეს პოლიციელი, ბარნოვისგან და მისი ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, იბრძოდა აგვისტოს ომში,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.