თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შენობაში ჩამსხვრეულია შუშები და არის ხანძარი.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ისინი ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. აქვე არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მათ დაშავებული ადამიანები სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთროგორც “კურიერს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით მაშველები მათ გამოყვანას ვერ ახერხებენ. ადგილზე იმყოფება თბილისის მერიც. თვითმხილველთა თქმით, სავარაუდოდ, გარდაცვლილია 3 ადამიანი, თუმცა ოფიციალურად ცნობა დაღუპულთა შესახებ არ დასტურდება.