3 ივლისს ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ – ერთად უნდა დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს, ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის, _ წერს სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თათია ნიკოლაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოზურგეთში სამოქალაქო მოძრაობამ “შინ ევროპაში” აქცია ჩაატარა, რომლის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ოზურგეთის ქუჩებში მოქალაქეებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს და ევროპის შესახებ ესაუბრნენ.