ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია “ისი პარი” გატეხეს. ადგილზე დილით მისულ თანამშრომლებს მინები დახვდათ ჩამსხვრეული.
მაღაზიის მენეჯერი აცხადებს, რომ სალაროში თანხა არ ჰქონდათ დატოვებული და მძარცველებმა მხოლოდ 3 ლარის წაღება მოახერხეს.
ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ამოღებულია კამერის ჩანაწერები.