21 ივლისს სავსე მთვარე თქვენი მიზნების სიღრმისეულად შესაფასებლად და, ზოგადად, ემოციური კმაყოფილების შესასწავლად იდეალური დღეა. სწორედ ამ პერიოდში შესაძლოა, თვალი გაუსწოროთ ყველაფერს, რაც წინსვლასა და წარმატებას აფერხებს, მაგრამ აღიარება არ გიჭირთ. მიჰყევით ამ 3 რიტუალს და აღნიშნული დღე თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის საწინდარი გახდება:
1. დაისახეთ ახალი მიზნები და გადადგით თქვენი ოცნებებისკენ პირველი ნაბიჯები
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 21 ივლისის სავსემთვარეობის დღეს ახალი მიზნების დასახვა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება განსაკუთრებით სასარგებლოა. სამყაროს ჩვენი სურვილების გაცილებით უკეთ ესმის და გვეხმარება, რომ წარმატებას მივაღწიოთ. თუმცა, თუ გვსურს, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ, პირველი ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადავდგათ და ცვლილებებისა და სიახლეებისადმი მზაობა გამოვხატოთ.
2. იპოვეთ თქვენს ცხოვრებაში მტკიცებულება, რომ ცვლილებების დროა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. ამიტომ, კარგად დაფიქრდით, რისი შეცვლა გსურთ, რა გიშლით ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში. შეგიძლიათ, ორ სვეტად ჩამოწეროთ – ის, რაც თქვენში უკმაყოფილებას იწვევს და გასწვრივ დაწეროთ, რა გაგახარებდათ. ეს მოტივაციას მოგცემთ და შესაძლოა, გახდეს შთაგონება, რომ ძველ, მოსაწყენ ურთიერთობებსა და საქმეებს თავი საბოლოოდ დააღწიოთ…