3 ოქროს, 5 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედალი და პირველი ადგილი არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, – ასეთი შედეგი აჩვენა საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთში, კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის თასზე, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
შეჯიბრებაზე ოქროს მედლებს ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ზაურ კენჭაძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ) დაეუფლნენ, ვერცხლი გიორგი ნიაზაშვილმა(66 კგ.) , მარიამ ჭანტურიამ (-70კგ), სოფიო სომხიშვილმა (+78კგ), ამირან წიქორიძემ (+100კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვეს.