CNN-ის ინფორმაციით, რუსეთში, ბოლო ორ კვირაში საავამდყოფოს ფანჯრებიდან 3 ექიმი გადავარდა, რომელთაგან 2 დაიღუპა, 1 კი დაშავდა.
ალექსანდრე შულეპოვი, სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ექიმი, ვორონეჟში, მძიმე მდგომარეობაშია. ჯანდაცვის ოფიციალური პირების ცნობით, ის საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა.
მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შულაპოვს 22 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა, იმავე დღეს მან და მისმა კოლეგა ალექსადერ კოსიაკინმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ შულეპოვი კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხის მიუხედავად იძულებული იყო მუშაობა გაეგრძელებინა.
კოსიაკინი საავადმყოფოს ადმინისტრაციას აკრიტიკებდა დამცავი ნიღბების სიმცირის გამო და პოლიციამ დაკითხა, სავარაუდოდ, ყალბი ამბების გავრცელებისთვის.
„შულეპოვი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, რამდენადაც ვიცი, მძიმე მდგომარეობაში იყო. ბოლოს 30 აპრილს ვესაუბრე, ერთმანეთი შევამოწმეთ. თავს კარგად გრძნობდა. ემზადებოდა საავადმყოფოდან გასათავისუფლებლად.. და უცებ ეს მოხდა.. მიზეზი უცნობია. ბევრი უპასუხო კითხვაა“,_ ამბობს ის.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონული განყოფილების თქმით, შულეპოვი საკუთარი სიფრთხილის ნაკლებობის მსხვერპლია და ახლა მკურნალობს.
ჰოსპიტალმა განაცხადა, რომ შულეპოვი შეიცვალა, როგორც კი დიაგნოზის შესახებ აცნობა და ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია შესთავაზეს.
სამი დღის შემდეგ, შულეპოვმა თქვა, რომ კოსიაკინთან ვიდეოს ჩაწერისას „ემოციებით გადატვირთული იყო“ და მეორე ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც საავადმყოფოს მთავარი ექიმი ამბობს, რომ მის სამედიცინო პერსონალს საკმარისი დამცავი აღჭურვილობა აქვს.
რაც შეეხება ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაცვლილ ექიმებს:
1 მაისს, ციმბირში, ქალაქ კრასნოიარსკის საავადმყოფოში, მოქმედი უფროსი ექიმი ინტენსიურ თერაპიაში ერთი კვირის გატარების შემდეგ გარდაიცვალა.
ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, ნეპომნიშკაია სავრაუდოდ ფანჯრიდან ჯანდაცვის რეგიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გადმოვარდა, როდესაც კლინიკის კორონავირუსთან საბრძოლველ დაწესებულებად გადაქცევის საკითხს განიხილავდნენ.
24 აპრილს, ნატალია ლებედევა, სტარ სითიში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელი, გარდაიცვალა საავადმყოფოში ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად.
მომხდარს ტრაგიკული უბედური შემთხვევა ეწოდა.