ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირებული 3 თვის ბავშვი, საგანგებო ეკიპირებით ქუთაისში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.
პატარა ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს და მას ამ დროისთვის დამატებითი დამატებით კვლევები უტარდება.
„ახლახანს კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა ჩვილი დადასტურებული COVID-19-ის დიაგნოზით. მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება, არ აღენიშნება პნევმონია და სხვა გართულებები. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 10 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას”, _ განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.