შინაგან საქმეთა სამინისტრო “ფამფალასა“ და კიდევ სხვა პირების საქმის გარჩევის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო ორ “კანონიერ ქურდს” ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
“ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით დაკავებულები არიან, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები: 1961 წელს დაბადებული გ.ლ.; 1992 წელს დაბადებული გ.ხ.; 1982 წელს დაბადებული ვ.ჩ. (მეტსახელად „ფამფალა“); 1992 წელს დაბადებული ვ.კ. (მეტსახელად „ტონი“) და 1991 წელს დაბადებული რ.ო (მეტსახელად „როკო“).
ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე კი დაკავებულია 1999 წელს დაბადებული თ.ქ.; 1988 წელს დაბადებული ი.ჩ.; 1982 წელს დაბადებული ლ.ს.; 1990 წელს დაბადებული ვ.ჩ.; 1976 წელს დაბადებული გ.კ.; 1995 წელს დაბადებული ო.კ.
წარსულში ნასამართლევ 1961 წელს დაბადებული ა.ფ.-ს და 1995 წელს დაბადებული გ.მ.-ს ბრალი “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვაში ედებათ.
“კანონიერი ქურდობის” ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ 1974 წელს დაბადებულ რომან ხმალაძეს და 1978 წელს დაბადებულ ლევან მარღიას.