“ქვეყანაში დამონტაჟდება 3000 “ჭკვიანი” კამერა” _ შს მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში სტატუსით ეხმაურება კონსტანტინე გამსახურდია:
“ქვეყანაში დამონტაჟდება 3000 ჭკვიანი კამერა – ამბობს შს მინისტრის მოადგილე, რომელსაც ქუჩებში მომხდარი არც ერთი დარღვევა არ გამოეპარება.
3000 ჭკვიანი კამერა კი არა, 3000 ჭკვიანი და ღირსებაშენარჩუნებული კაცი ვერ უპოვიათ, რომ სახელმწიფოს ყველა დონეზე – პარლამენტში, სამინისტროებში, ადგილობრივ თვითმმართველობაში, დიპლომატიურ სამსახურში რომ დაასაქმონ და არ შეგრცხვეს ქვეყნისა და სახელმწიფოს მაგივრად.
300-იც ვერ უპოვიათ, 30-იც და 3-იც _ თუნდაც იმის პირში მთქმელი აწყვეტილთა “საკონსტიტუციო” რაზმეულის ხელმძღვანელობისთვის, რომ კონსტიტუციის ასე მიღება არ შეიძლება, _ წერს გამსახურდია.