"ადამიანი კანონი თავისუფლება" პროექტის "ერთი წიგნის აქციის" ფარგლებში, ივლიტას ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნებს გადაცემს. 1500-მდე სხვადასხვა წიგნი "ახალგაზრდული საკრებულოს" წევრებმა საკუთარი ბიბლიოთეკიდან უსახსოვრეს 13 ივნისის ღამეს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას სახელობის ბიბლიოთეკას.
წიგნებს დღეს ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩოხატაურში ჩაიტანენ, ოფიციალური გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს ოფიციალურად გადასცემენ. გარდა შეგრობევული წიგნებისა "ერთი წიგნის აქციის"ფარგლებში ორგანიზაციამ საკუთარი სახსრებით შეიძინა სხვადასხვა ახალი გამოცემები ივლიტას ბიბლიოთეკისთავის გადასაცემად.