ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საუდის არაბეთში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. ძალოვანებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირსა და ტერაქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები.
საუდის არაბეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჯიჰადისტები თავდასხმების მოწყობას ქვეყნის მასშტაბით პოლიციის შენობებსა და საგუშაგოებზე აპირებდნენ.
ოპერაცია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დაჯგუფებამ იმ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, რომელსაც 20 ადამიანი ემსხვერპლა.