საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ივლიტას სახელობის ბიბლიოთეკის ჩანაწერთა წიგნში თავისი ჩანაწერი დატოვა.
"მადლობა იმ ახალგაზრდებს, ვინც ეს საოცარი ენთუზიაზმი გამოიჩინეს და გააგრძელეს ის დიდი მუხტი. რომელიც დაიბადა თბილისში სტიქიური უბედურების დროს.გილოცავთ გურულებს ბიბლიოთეკის აშენებას", _ ჩაწერა ივანიშვილმა ბიბლიოთეკის ჩანაწერთა წიგნში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა მედიასახლ "გურია ნიუსისა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, ახალგაზრდების ენთუზიაზმით, შრომით და სიყვარულით კეთდება.
ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავების, ინტერნეტრესურსთან შეუზღუდავი წვდომის, ღია საზოგადოებაში ინტეგრაციის, ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ.
"ვერეს თაობა" გურიაში სახელმწიფოებრივი იდეების ირგვლივ ერთიანდება და სიყვარულით თანაცხოვრებას იწყებს!