“პოლიტიკაში დავბრუნდები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც საოცრება მოხდება. ჩვენ დღეს გვყავს სახალხო ხელსუფლება და ჩემი აზრით გვყავს კარგი პრემიერი, პარლამენტის კარგი თავმჯდომარე და არაფერი იმის მსგავსი არ ისმის, რომ ჩემი პოლიტიკაში მოსვლის აუცილებლობა გახდეს საჭირო“ _ აღნიშნული განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა “გურია ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით იგი კარგი სათადარიგო მოთამაშეა და ხელისუფლებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, “თუ რაღაც ისეთი კატაკლიზმა მოხდა“
რას ფიქრობს მცოცავ ოკუპაციაზე, პრემიერზე, პრეზიდენტზე, “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულ დეპუტატებზე, “თავისუფალ დემოკრატებზე“, მინისტრებზე, “პანორამა თბილისზე“, მაჟორიტარებზე, გუბერნატორებზე, რას ელოდება პროკურატურისგან, როდის იყო არაკორექტული და ვისთან აპირებს საუბარს შეუსრულებელ დაპირებებზე _ ამ და სხვა თემებზე ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს მოგვიანებით გაგაცნობთ.