NASA-ს ასტრონომებმა დედამიწის მსგავსი პლანეტა აღმოაჩინეს.
DAILYMAIL-ის ინფორმაციით, NASA-მ ტელესკოპით კოსმოსზე დაკვირვებისას მზის სისტემის მიღმა კიდევ ერთი პლანეტა აღმოაჩინა, რომელიც ზომით დედამიწას ძალიან წააგავს.
"NASA-ს სამომავლო მისიაა აღმოაჩინოს და შეისწავლოს ტელესკოპით აღმოჩენილი კლდოვანი ეგზოპლანეტები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა, ატმოსფერული პირობები და კაცობრიობის ოცნება- დედამიწის მსგავსი პირობების მქონე პლანეტა იპოვოს", _განაცხადა NASA-ს ასტროფიზიკის განყოფილების დირექტორმა, პოლ ჰერცმა.
როგორც ცნობილია, 2009 წლიდან დღემდე NASA-ს მიერ 1000-ზე მეტი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, რომელთა შესწავლაც მიმდინარეობს, თუმცა თხევადი წყლის მათზე არსებობის შესაძლებლობა 40 პროცენტს არ აჭარბებს.
გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენილი პლანეტის შესახებ ხუთშაბათს NASA პრესკონფერენციას გამართავს.