მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის მფლობელი და დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი "ფორბსის" ვერსიით, პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია, რომელიც ფულის ხარჯვაში საკმაოდ ეკონომიურია. იმდენად, რომ საკუთარ ძაღლსაც კი თვითონ უვლის.
ქუჩაში მოსაქმების დროს მარკი თავად აგროვებს თავის ოთხფეხა მეგობრის ფეკალიებს პაკეტში. მარკს საკმაოდ განებივრებული ჰყავს თავისი უნგრული ნაგაზის ჯიშის ძაღლი, რომლის თიკუნია "ცხოველი", რადგან ძაღლს არ ერიდება, რომ თავისი პატრონის ოფისში, რომელიც პალო-ალტოში მდებარეობს, იატაკზე მოშარდოს.
ცნობილია, რომ მარკი სულ თან დასდევს "ცხოველს" სველი ტილოთი და ცელოფნით და წმენდს მის "ნამოქმედარს".
"ცხოველს" "ფეისბუქზე" გვერდიც კი აქვს გახნილი, რომელსაც მარკი უძღვება და ხშირად ანახლებს ინფორმაციას "კედელზე". ასევე ტვირთავს ფოტოებს, რომლებსაც თვითონვე უღებს.