ამერიკელი სპორტსმენი 37 წლის იან ფლანდერსი შეჯიბრების დროს თურქეთში დაიღუპა.
CBSNEWS-ის ინფორმაციით, სპორტსმენი სამხრეთ კალიფორნიიდან თურქეთში სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
ღონისძიება, რომელიც კარასუს ხეობაში ჩატარდა ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
როგორც ცნობილია, კარასუს ხეობა სანახაობრივად მიმზიდველი და ამავდროულად სახიფათო ადგილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ფლანდერსი 264-ე სპორტსმენია, რომელიც კლდიდან გადმოხტომის დროს დაიღუპა.