საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი სააკაშვილს იცავდა და დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა:
_ მოვიყვანეთ და მეორე დღესვე ჩვენს წინააღმდეგ წავიდა. მე მასზე ბევრი სასაუბრო მაქვს და ძალიან კარგად მაქვს დალაგებული _ შემოდგომაზე, მასთან საუბარს საჭიროების მიხედვით გავასაჯაროებ.
გუნდს, რომელმაც მოიყვანა, ჩასაფრებული ყავს, რომ როგორმე კვანტი დაუდოს, როგორმე დააზიანოს.
კანონიც კი არა აქვს წაკითხული ისე ადებს ვეტოს, _ ამბობს ივანიშვილი.