"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
"ენერგო-პრო ჯორჯია" ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
როგორც "ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილემ განაცხადა, კომპანიისა და სემეკის პროგნოზები ერთმანეთისგან განსხვავდება და რამოდენიმე თვეში "ენერგო პრო ჯორჯია" იძულებული გახდება, კვლავ შემოიტანოს განაცხადი ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით.
სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფი კი მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრამდე ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved