ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ საკუთარი ინიციატივით და ისიც იშვიათად, მხოლოდ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს ურეკავს:
"ჩემის თაოსნობით, ძალიან იშვიათია, შეიძლება ერთი, ორი მაგალითი ნახოთ, რომ მე რომელიმე მინისტრს დავურეკე, აგერ არის კარგი მაგალითი "თავისუფალი დემოკრატები" სამი მინისტრი იყო მთავრობაში, სანამ დაიწყებდნენ ამ პოლიტიკურ დემარშებს, ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურას დახმარებოდნენ. გაიხსენონს სამი მინისტრი _ ეს არის პასუხი.
რომლისთვის დამირეკავს, როდის დამირეკავს, და როდის მიმიცია მინიშნებები. ეს არის დამოკიდებულება, ვისაც შეიძლება დავურეკო ეს არის ეკონომიკური გუნდი.
ეკონომიკაში ძალიან ბევრს ვმუშაობ, რეფორმებზე შენიშვნებსაც ვაძლევ და იდეებსაც ვაძლევ თუკი მაქვს, და ეკონომიკურ გუნდთან შეიძება იყოს დარეკვა და მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც იდეაზე, რომ როგორმე ეკონომიკა დაიძრას და აღორძინდეს.. .
ყველა პრობლემა ეკონომიკის გარეშე ვერ დალაგდება. ამ კუთხით და ამ მინიშნებით, შეიძლება… და ისიც ხშირად რას ნიშნავს, შეიძლება თვეები გავიდეს კვირეები გადის არცერთს არ დავურეკო…." _ აღნიშნა ივანიშვილმა ჩვენთან საუბრისას.