შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი რამდენიმე საათში ოზურგეთში იქნება , – ამის შესახებ "გურია ნიუსს" ახალდანიშნულმა უფროსმა კობა ცერცვაძემ თავად განუცხადა.
კობა ცერცვაძე შსს სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის გიგა ზესაშვილის მოადგილე იყო.
რა მიზნისთვის არის დანიშნული სამხარეოს ახალი უფროსი, განახორციელებს თუ არა საკადრო ცვლილებებს გურიაში, რამდენ ხანს აპირებს დარჩენას აღნიშნულ თანამდებობაზე, _ამასთან დაკავშირებით შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი ვრცელ კომენტარს არ აკეთებს.
"რიკოთის უღელტეხილზე ვარ, რამდენიმე საათში ოზურგეთში ვიქნები, რაც შეეხება საკადრო ცვლილებების გახორციელებას, ჯერ ვერაფერს გეტყვით, სანამ არ გავიცნობ კონტიგენტს, არ გადავხედავ მათ რესურსს, შესაძლებლობებს. ჩვენ ვართ პოლიციის ოფიცრები და ვემორჩილებით ბრძანებებს. რამდენ ხანს დავრჩები, ეს ჩემს მუშაობაზე იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, აპოლიტიკური ვიქნები" _ ამბოპბს კობა ცერცვაძე.