ბრაზილიაში სავარაუდოდ თანამედროვე გველის წინაპარი 4 ფეხიანი რეპტილია აღმოაჩინეს.
BBC– ის ინფორმაციით, აღმოჩენამ მეცნიერების ვერსია, რომ გველი ზღვის ხვლიკისგან წარმოიშვა გააქარწყლა.
მეცნირების ვარაუდით, რეპტილია კიდურებს სასიარულოდ არ იყენებდა, თუმცა ის მას მსხვერპლის დაჭერაში ეხმარებოდა.
"სურათზე ჩანს, რომ მას ჰქონდა კბილები,ხერხემალი და მოქნილი ყბა."_ამბობს ლონგრიჩი.
მეცნიერი ბრუნო სიმოესის თქმით, აღმოჩენილი გველი ახლოს დგას თანამედროვე სამეფო ჯიშის რეპტილიასთან.
„ბოლო აღმოჩენიდან გამომდინარე გველის წინაპარი არის ცხოველი, რომელიც ხმელეთზე, ნაწილობრივ მიწისქვეშ ცხოვრობდა,“_ განაცხადა მეცნიერმა სიმოესმა.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღმოჩენილმა გველმა ისტორიაში ადგილი რომ დაიმკვიდროს, მეცნიერები რეპტილიის ოჯახურ ხეს კიდევ ერთხელ შეისწავლიან.