ცოტა ხნის წინ არქეოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა გვატემალაში მაიას "გასაოცარი" ქანდაკება აღმოაჩინა. ქანდაკება მაიას პირამიდის შესწავლის დროს იპოვეს – მის ქვეშ იმყოფებოდა ნაძერწი ფრიზი, რომლის სიგრძე 9 მეტრია, ხოლო სიმაღლე – 1,8 მეტრი.
სწავლულთა გამოთვლით, ქანდაკება და ფრიზი დაახლოებით 590 წელს გაუკეთებიათ. წითლად შეღებილი ფრიზი ლურჯი, ყვითელი და მწვანე ფერის დეტალებით გამოსახავს სამ მამაკაცს, რომლებსაც ახურავთ მაიას ტრადიციული თავსაბურავები. არქეოლოგების თქმით, სიძველეები შესანიშნავადაა შემონახული. ერთი ვერსიით, სცენა გამოსახავს მეფედ კურთხევას.
პირამიდაში კი იპოვეს ადამიანის ჩონჩხი და ძვირფასი ქვებით შემკული სამკაულები. მეცნიერთა აზრით, პირამიდაში დაკრძალულია მმართველი კლასის წარმომადგენელი. მკვლევრები აპირებენ, გათხრები სწორედ მის ირგვლივ აწარმოონ. არქეოლოგებმა აღმოჩენა გააკეთეს, სავარაუდოდ, პოტენციური მძარცველების, უძველეს სიმდიდრეთა მაძიებლების მიერ გათხრილი არხის შესწავლისას.