ნეპალში, კატმანდუს დასავლეთის მთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა.
WASHINGTONPOST-ის ინფორმაციით, მეწყერის სამ სოფელში ერთდროულად ჩამოწოლა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
მთავრობის ინფორმაციით, სტიქიას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, გადაუღებელი ძლიერი წვიმის მიუხედავად, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. თუმცა, უამინდობის გამო სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენების ჩართვა ვერ ხერხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები 11-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა რაოდენობის ზარალი მიადგა ნეპალს, ასევე, უცნობია დაღუპულთა და დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა.
ნეპალში აპრილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 8 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.