ცნობილი გახდა რომ ისლანდიის ხელისუფლება ფართომასშტაბიან შეტევას იწყებს თავისი მოქალაქეების ნიკოტინზე დამოკიდებულების წინააღმდეგ – საყოველთაოდ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ინიციატივა მთლიანად გაასუფთავებს ამ კუნძულოვანი ქვეყნის თავისუფალ ბაზარს სიგარეტებისგან.
ისლანდიის მოსახლეობა მხოლოდ და მხოლოდ 322 ათასს შეადგენს.ხელისუფლებამ გადაწყვიტა თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გააძლიეროს. ისინი ყოველნაირი საშუალებით ცდილობენ, წინ აღუდგნენ უდროო სიკვდილიანობას, რომელიც ნიკოტინისგანაა გამოწვეული.
ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, სიგარეტები უნდა გაქრეს ყველა სუპერმარკეტის, აგრეთვე, ავტოგასამართი სადგურების, კიოსკებისა და სხვა მაღაზიების დახლებიდან. მოწევის ჩვეულებას გაათანაბრებენ ნარკოტიკებზე დამოკიდებულებასთან, ხოლო მწეველები ვალდებულები იქნებიან, რეგულარულად გაესინჯონ ექიმებს.
ექიმებს დაევალებათ, მწეველ პაციენტებს გაუღვიძონ სურვილი, უარი თქვან ამ მავნე ჩვევაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეს უშედეგო აღმოჩნდება, ექიმები მიიღებენ უფლებას, გამოწერონ რეცეპტები სიგარეტის შეძენაზე.