სუფსაში ერთი საათის წინ მიკროავტობუსი დაეჯახა "მერსედესის" მარკის ავტომანქანას, რომელიც ადგილზევე აფეთქდა. "მერსედესში" 6ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვი.
ექვსივე მათგანი ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიწვა. მათი ვინაობა ჯერჯერობირ დადგენილი არ არის.
მიკროავტობუსში მყოფი ერთი დაზარალებული სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ავტომობილმა ფოთში გადაიყვანა. გზაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად დაშავებული ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ექიმები მძიმე მდგომრეობაში იმყოფებიან.
ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
"გურია ნიუსი" აგრძელებს შემთხვევის ადგილზე მუშაობას. დეტალებს დადგენისთანავე შემოგთავაზებთ.