ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრის ექიმი მადლენა ბერიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ როდესაც გამოიძახეს, ბრიგადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი იყო, შემთხვევის ადგილზე სწრაფად მისვლა.
ექიმი იმასაც ამბობს, რომ ამ დროისთვის ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ყველა მანქანა გამოძახებაზე იმყოფებოდა.
"40 წუთის დაგვიანებით მივედით, მოხდა საშინელი ფაქტი და პაციენტი გრდაცვლილი დაგვხვდა. მაგრამ ჩვენ რა უნდა გვექნა, გამოძახებზე ვიყავით და შეუძლებელი იყო სწრაფად მისვლა შემთხვევის ადგილზე.
პოლიციას გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე არ გადააყვანინეს მშობლებმა და მიცვალებული სახლში გადაასვენეს.
ექიმი აღიარებს რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ადგილზე დაგვიანებით მივიდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved