ბენინი ისლამურ დაჯგუფება "ბოკო ჰარამთან" საბრძოლველად ნიგერიაში 8 000 სამხედროს გაგზავნის. აღნიშნულ ინფორმაციას ABCNEWS-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ ბენინის პრეზიდენტმა ნიგერიის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
როგორც ცნობილია, 6 წლის მანძილზე დაჯგუფებამ 20 000 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 20 მილიონზე მეტ მოსახლეს შიშის გამო სახლში დარჩენა აიძულა.