რიო-დე-ჟანეიროში, სადაც მომავალ წელს სპორტსმენებმა უნდა იასპარეზონ, წყლის შემოწმებაა საჭირო, ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ.
WASHINGTONPOST-ის ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა და ადგილობრივი ოლიმპიადის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი შეამოწმებენ წყალში ბაქტერიებისა და ვირუსების არსებობას, რათა დადგინდეს რეკრეაციული წყლების უსაფრთხოება.
მათივე თქმით, მსგავსი პროცედურა ოლიმპიადის დაწყებამდე ყველა ქალაქში ტარდება.
"ჩვენ ყოველთვის ვემორჩილებით ექსპერტის რჩევებს, ახლა რიოში არსებულმა შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გაითვალისწინონ საუკეთესო ექსპერტის რჩევები.“_განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა რიჩარდ ბაჯეტმა.
როგორც ცნობილია, დაბინძურების პრობლემა ქალაქში უკვე ათწლეულების განმავლობაში დგას. სამედიცინო ექსპერტები, საზოგადოების ჯანმრთელობის კრიზისის გამო, ამ ულამაზეს ქალაქს დაბინძურებული წყლის გაწმენდისკენ მიუთითებენ.
"ეს სასწავლო გამოცდილებაა.ბევრმა სპორტსმენმა გაიგო რა არის ბაქტერიასა და ვირუსს შორის განსხვავება."_განაცხადა ამერიკელმა ტრიათლეტმა სარა თრუმ.
მისივე თქმით, ეს რისკია სპორტსმენებისთვის, მაგრამ ოლიმპიური ოცნება იმდენად ძლიერია, რომ მას სპორტსმენები საკუთარ ჯანმრთელობაზე მაღლა აყენებენ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ტესტები წყალში მაღალ პროცენტულ ვირუსის მაჩვენებელს დაადგენს, ოლიმპიური სოფელი კოპაკაბანაში შეიძლება არ გადავიდეს.
"ჩვენ წასვლა არ შეგვიძლია,საბოლოო ჯამში ამ პროექტში ძალიან ბევრი ფული ჩაიდო."_განაცხადა სარა თრუმ.