ნიგერიელმა სამხედროებმა ბოკო ჰარამის ტყვეობიდან 200-მდე მოქალაქე გაანთავისუფლეს.
EURONEWS-ის ინფორმაციით,სამხედრო ოპერაციის შედეგად დაკავებულია დაჯგუფების მეთაურიც და რამდენიმე კარავი უკვე დაცარიელებულია.
პრეზიდენტმა მუჰამანდუ ბუჰარიმ პირობა დადო,რომ ყველაფერს გააკეთებენ იმ დაჯგუფების აღმოსაფხვრელად,რომელმაც ექვსი წლის მანძილზე ქვეყანასა თუ მის ფარგლებს გარეთ უამრავი ადამიანი იმსხვერპლა.
როგორც ცნობილია,ტერორისტული დაჯგუფების, ბოკო ჰარამის წინააღმდეგ ნიგერიის, კამერუნის, ჩადის და ბენინის სახელმწიფოების სულ 8 700 სამხედრო ერთობლივად იბრძვის.
ამ დროისთვის 200 გოგონა კვლავ დაკარგულად ითვლება.ისინი 2014 წლის აპრილში ნიგერიის სკოლა ჩიბოკიდან ბოკო ჰარამის დაჯგუფების წევრებმა გაიტაცეს.