რამდენიმე წუთის წინ უცხოური ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. წინასწარი ინფორმაციით, ჩოხატაურში, უცხო ენების გამოცდებში ყველაზე მაღალი შედეგები პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს აქვს.
97 ქულით მაგდა მამალაძე ლიდერობს, რომელსაც, როგორც გვითხრეს ჩოხატაურში ყველაზე მაღალი ქულა აქვს მიღებული.
95 ქულა მიიღო მარი კუტუბიძემ, 89 რომა გუდავაძემ.
88 ქულა მიიღო სამრევლო სკოლის მოსწავლემ თამარ ლომთათიძე.
87-87 ქულა აქვს პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს _ მარი ღამბაშიძეს და ირაკლი ბერუჩაშვილს.
86 ქულა აქვს პირველი სჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ნინო სირაძეს, ამდენივე ქულა მიიღო სამრევლო სკოლის მოსწავლე მარიამ ჩხიკვაძემ, 84 ქულა კი პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს გიორგი კვაჭანტირაძეს აქვს.
აღსანიშნავია, რომ პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა მაღალი შედეგები სხვა საგნებშიც აჩვენეს და ამ დროის მონაცემებით სკოლა ლიდერის პოზიციაზეა.