ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდების წინასწარი შედეგების მიხედვით, ოზურგეთში 80-დან 79 ქულა მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ვასიკო ქარჩავამ მიიღო; 76 ქულა აქვს მარიამ დარჩიას; 75 ლიკა ჭანუყვაძეს; 72 ირაკლი დარჩიას; ამდენივე აქვს ნინო ვადაჭკორიას.
ყველა მათგანი მეოთხე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია და როგორ გვითხრეს, წინასწარი მონაცემებით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდებში ყველაზე მაღალი შედეგები სწორედ ამ სკოლამ აჩვენა.