მეჰრიბან ალიევა
აზერბაიჯანის პირველი ლედი, მეჰრიბან ალიევა, სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ პირველ ლედიდ. მეჰრიბანი ჯერ კიდევ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, როდესაც ალიევების გავლენიანი ოჯახის რძალი გახდა. ამბობენ, რომ ილჰამ ალიევის პოლიტიკური კარიერა სწორედ მეჰრიბანის პრაგმატიზმზეა დამოკიდებული და სწორედ მეუღლის რჩევებს ითვალისწინებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. 50 წლის ასაკში მეჰრიბან ალიევა ქალური სილამაზის ეტალონად ითვლება.
მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი
ყატარის ლიდერს, შეიხ ჰამად ბენ-ჰალიფა ალ-ტანის სამი ცოლი ჰყავს, თუმცა, სამიდან მხოლოდ ერთი ჩნდება საზოგადოებაში და დაჰყვება მეუღლეს ოფიციალური ვიზიტების დროს – ლამაზმანი მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი, რომელსაც შეიხი თავისი ქვეყნის მთავარ მშვენებად მიიჩნევს. მოზა ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალია აზიელ პირველ ქალბატონებს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ ის ისლამისტური კანონებით მცხოვრები ყატარის პირველი ლედია, მაინც ახერხებს, ნაციონალური ტანსაცმლისა და მოდური ბრენდების შეხამებით, ულამაზესი კოსტიუმების ტარებას. ყატარის პირველ ლედის "არაბეთის გრეის კელის" უწოდებენ. სილამაზესთან ერთად, მოზა უაღრესად განათლებული და ერუდირებულია და მას რამდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობა უკავია.
სამანტა კემერონი
იმის მიუხედავად, რომ ინგლისელებს ჰყავთ ფავორიტი პრინცესა, კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინი და ისინი ეთაყვანებიან პრინცი უილიამის მეუღლეს, მაინც, დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირველი ლედი პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონის მეუღლე – სამანტა კემერონია. დევიდ კემერონი დემოკრატიული წესით მცხოვრები პოლიტიკოსია, ის არ ერიდება, სამსახურეობრივი შიდა ვიზიტების დროს ველოსიპედით ან მეტროპოლიტენით ისარგებლოს და ამაში მას მეუღლეც უბამს მხარს. სამანტა წარმატებული ბიზნესმენია, მაგრამ იგი არასდროს არ იმოსება მდიდრულად. უყვარს სადა ტანსაცმელი და "ზარას" არცთუ ძვირად ღირებული ფეხსაცმელებით ჩნდება საზოგადოებაში. ჟურნალმა "ვოგმა" ბრიტანელი პირველი ლედი უკვე დაასახელა ყველაზე გემოვნებიან პირველ ლედიდ… სწორედ დემოკრატიული ჩაცმის სტილის გამო.
ასმა ასადი
სირიის კრიზისის დაწყებამდე ქვეყნის პირველი ლედი ასმა ასადი, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და გემოვნებიან პირველ ქალბატონად ითვლებოდა, თუმცა უკანასკნელი ორი წელი ის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს. ასმა ყველაზე ნაკლებად ერევა და ერეოდა სირიის შიდა საქმეებში და დროის უმეტეს ნაწილს ოჯახს უთმობდა. ის ლონდონში დაიბადა და იქვე მიიღო განათლება. ამერიკაში კი დიდ ფინანსურ ორგანიზაციაში მუშაობდა და სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, რის შემდეგაც დამასკოში გადავიდა საცხოვრებლად.