“მიიღეთ მონაწილეობა, გააცანით თავი საზოგადოებას და მოიპოვეთ პრიზები!” _ ამ სტატუსს სოციალური ქსელის მეშვეობით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის პრესსპიკერი ლია კილაძე ავრცელებს.
როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია, მოსწავლეებისთვის ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს: “ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაცია და ცენტრალური ბიბლიოთეკა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს გიწვევთ შემოქმედებითი წერის კონკურსში მონაწილეობისთვის. მონაწილეებს მოეთხოვებათ შემოთავაზებული 3 თემიდან ერთის შესრულება ჩანახატის, მოთხრობის, ლექსის, ანუ ნებისმიერი მხატვრული ჟანრის სახით. თავისუფალი თემა _ “მოგვიყევი “ვეფხისტყაოსანზე”, “მე და ახალი საქართველო”, _ წერს აღნიშნული ორგანიზაცია სოციალურ ქსელში.