1979 წლის 1 თებერვალს ოსაკაში გაიხსნა სპეციალური სასტუმრო-კაფსულა, რომელიც ძილს მონატრებული კლიენტებისთვის არის განკუთვნილი და საგანგებოდ მოწყობილიც.
მელატონინი, რომელიც სპეციალურად გამომუშავდება და პასუხისმგებელია ადამიანის ძილზე, პირველად 1958 წელს აღმოაჩინა აარონ ლენგერმა. ეს ჰორმონი პასუხისმგებელია ჩვენი ორგანიზმის რიტმულობაზე.
დიზაინერმა კეი პორტილეი კავამერომ შექმნა ბალიში, რომელიც ნებისმიერ ადგილას კომფორტულია, თუმცა ხანმოკლე ძილისთვის არის განკუთვნილი. მას "სირაქლემა-ბალიში" ჰქვია და 70 დოლარი ღირს.
ნიუ-იორკში, სასტუმრო "ბენჟამინში" მზად არიან, ნომერში გადახდილი თანხა დაუბრუნონ ყველა სტუმარს, რომელიც ღამით კარგად ვერ დაიძინებს.
"ფილიპს ვეიქ აფ ლაითის" მაღვიძარა ნახევარი საათით ადრე, სანამ თავის პატრონს გააღვიძებდეს, განთიადის სიმულაციას ახდენს.
55 წუთი გრძელდება ჰიპნოზი – თერაპიის სეანსი, რომლითაც უძილობას კურნავენ.
საუკეთესო ბალიშები, გარანტირებული მშვიდი ძილისთვის, მიუსტიკის კუნძულზე, "კოტონ ჰაუზში" 1997 წლიდან მზადდება.
ყველაზე ძვირად ღირებული "კაფსულები" ძილისთვის, რომელსაც "ტრანსპორტ პერცეპტუალ პოდი" აწარმოებს, 370 დოლარი ღირს.