გარდაიცვალა ჩვენი გაზეთის ერთგული და უხუცესი მკითხველი, 103 წლის ტატიანა ბერიშვილი.
ტატიანა ბებო, “გურია ნიუსის” აქტიური გულშემატკივარი იყო. გასული წლის მიწურულს, გურიის ახალგაზრდული გაზეთი “21-ს ქვევით”, საახალწლო პროექტის ფარგლებში, მას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ლელა იმედაშვილთან ერთად ესტუმრა და საჩუქრები მიუტანა. ქალბატონი ტატიანა მაშინ თავს ჯანმრთელად გრძნობდა და როგორც გვითხრა, დღეები ჩვენი გაზეთის კითხვით გაჰყავდა: _ გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს თქვენი გაზეთით ვიცნობ. ყველაფერს “გურია ნიუსით” ვეცნობი. ორშაბათს და ხუთშაბათს მოუთმენლად ველოდები, _ გვითხრა სტუმრობისას ტატიანა ბებომ, რომელიც გაზეთს სათვალის გარეშე კითხულობდა.
103 წლის მოხუცი მარტო ცხოვრობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ლელა იმედაშვილის თქმით, ტატიანა ბერიშვილი მარტოხელა არ იყო:
_ ქალბატონ ტატიანას ჰყავდა ნათესავი, რომელმაც გარდაცვლილი მასთან სახლში გადაასვენა, შესაბამისად მარტოხელად არ ითვლებოდა. თუმცა, ოჯახს დაკრძალვის ხარჯებში დახმარებას გავუწევთ, _ აღნიშნა იმედაშვილმა.