საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი მძვინვარებს. გედევანიშვილის ქუჩაზე, რომელიც ელიას მთასთან მდებარეობს, 800 კვმ. ფართობზე ბალახი იწვის.
ადგილზე გასულია 2 ერთეული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად დაზარალებულები არ არიან.