2012 წელს, ოზურგეთის ხუთივე საჯარო სკოლის ეზოში ვიდეოთვალი დაამონტაჟეს. ამავე სკოლებში მალე მანდატურების შესვლაც იგეგმება. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ირინა ინარიძის თქმით, ამ ეტაპზე 15 ვიდეოთვალი დაიდგა, ხოლო მანდატურების შესვლა საჯარო სკოლებში მარტიდან იგეგმება.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი _ ერთ-ერთი ვიდეოთვალი მეორე საჯარო სკოლის უკანა მხარეს დაამონტაჟეს, სადაც “რესპუბლიკელების” ლიდერების _ ტიფო მიქატაძის და მარინე სუნგულიას საცხოვრებელი სახლის წინა ფასადი ჩანს. კიდევ უფრო წინ პოლიციის შენობა დგას, ანუ “რესპუბლიკელების” საცხოვრებელი სახლი ორ ცეცხლს შუა თუ არა, ერთგვარ “ორთვალას” შორისაა მოქცეული _ მარჯვნივ ვიდეოთვალი, მარცხნივ კი დიდი “შუშის” თვალი!