შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად იდენტიფიცირებული 12 გმირის სულის მოსახსენიებელ სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.