ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატ გიორგი კარბელაშვილთან დაკავშირებულ ფაქტს გამოეხმაურა და მომხდარს "დეპუტატის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია" უწოდა.
"მინდა დავგმო ეს ფაქტი, ეს არის ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტი, ეს არის პროვოკაცია, რომელიც დაგეგმა კარბელაშვილმა. ეს ცალსახად ჩანს, დღეს იხილეთ კადრები სადაც კარგად ჩანს თუ როგორ აგინებს ის ქართულ პოლიციას. ადამიანი რომელიც არის ცნობილი ნარკომანი, კრიმინალია ჩვეულებრივი და თავზე ხელ აღებული წლების განმავლობაში სააკაშვილი მონა, არ მინდოდა ასეთი სიტყვების ხმარება, მაგრამ ისინი იმსახურებენ ამას, იმიტომ, რომ ჩემთვის აღმაშფოტებელი იყო ის, რაც ვნახე," _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით არც ერთი ადამიანი არ დარჩება დაუსჯელი, ვინც კანონს დაარღვევს:
"ნებისმიერი მოქალაქე, ვინც პოლიციის წინააღმდეგ, რაიმე ქმედებას განახორციელებს, ის იქნება კანონის შესაბამისად მკაცრად დასჯილი. ეს არის ჩემი პოზიცია და ამას მტკიცედ დავიცავ. ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში – პროვოკატორებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ქართული პოლიციის სახელი შებღალონ, მათი ეს მცდელობა დასრულდება კრახით. ისინი დაისჯებიან სამაგალითოდ, იქნება ეს კარბელაშვილი თუ ბარამიძე, რომლებიც პირდაპირ პროვოცირებენ და იწვევენ ჩვენს პოლიციელებს. მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციელებს ასეთი ღირსეული და პროფესიონალური მოქცევისთვის", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.