გამოცემა "USA Today"-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ამერიკის ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პედაგოგმა, ვინმე ნენსი ბრაუნმა პოლიციაში დარეკა, რომ თითქოს სასწავლო შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ეს ნაბიჯი კი იმის გამო გადადგა, რომ საშინლად ეზარებოდა საზაფხულო გამოცდების ჩატარება.
ნენსი ბრაუნი, როგორც თავად აღიარა, იტანჯება შფოთვის შეტევებით, დეპრესიითა და ნევროზით. მდგომარეობა კი მას შემდეგ გაუუარესდა, რაც უფულობის გამო აუცილებელი წამლების მიღება შეწყვიტა.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს, გამოცდა რომ არ ჩაეტარებინა, საჭირო იყო მიზეზი. ასაფეთქებლის ვერსია კი იმ იმედით მოიგონა, რომ სამართალდამცავი ორანოები შენობის დაცლის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და გამოცდა ჩაიშლებოდა. თუმცა, ევაკუაცია არ მოხდა. მაშინ ბრაუნმა თვითნებურად გადადო გამოცდები იმ მოტივით, რომ საშიშროება არსებობდა.
რასაკვირველია "ცელქ" პედაგოგს ეშმაკობას მიუხვდნენ. მართალია, არ დაუკავებიათ, მაგრამ, სასამართლოს წინაშე ის მაინც წარდგება.