უკრაინაში საბრძოლო შეტაკებები ისევ გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას
UKRAINE TODAY-ი ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერმა ანტიტერორისტულ ოპერაციათა საკითხებში, ანდრეი ლისენკომ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ დონბასში შეტაკებას ისევ მსხვერპლი მოჰყვა.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩვენ დავკარგეთ კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი,ხოლო სტანიციაში,ლუჰანსკში და სტაროჩნატივკში შეტაკებების შედეგად სამი სამხედრო დაიჭრა,"_ განაცხადა ანდრეი ლისენკომ.
როგორც ცნობილია, რუსმა-სეპარატისტებმა ცეცხლი კიევის დროით საღამოს შვიდ საათზე გახსნეს. თავდასხმა შუაღამემდე გაგრძელდა.