საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასს და რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ყვარელში უმასპინძლა. სტუმრებმა ისტორიული ღვინის საცავი-გვირაბი დაათვალიერეს და ქართული ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა, რუმინელ და ესტონელ კოლეგებთან ერთად, ქართული ღვინოები დააგემოვნა. პრემიერ-მინისტრები ტრადიციული, ეროვნული კერძების მომზადების წესებს გაეცნენ.
ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები, UEFA – ს სუპერთასის ფინალურ მატჩზე დასასწრებად, საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით ესტუმრნენ.