საყოველთაოდ ცნობილი სამყაროს გაფართოების თეორია, რომელსაც თანამედროვე მეცნიერთა უმრავლესობა ეყრდნობა, შესაძლოა უარყოფილ იქნას. თეორიული ფიზიკის გერმანელმა სპეციალისტმა კრისტოფ ვეტერიხმა ცოტა ხნის წინ გადახედა ისეთ მოვლენას, რომელიც ცნობილია, როგორც წითელი წანაცვლება. თითქმის ასი წლის წინ, სახელდობრ ამ თეორიამ უკარნახა ასტრონომებს, რომ გალაქტიკები დროის განმავლობაში სულ უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს.
რა არის წითელი წანაცვლება? ყოველი ქიმიური ელემენტი შთანთქავს ან გამოასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს მკაცრად განსაზღვრულ სიხშირეებზე და ამგვარად, ყოველი მათგანი წარმოქმნის სპექტრში განუმეორებელ სურათს ხაზებისგან. ის გამოიყენება დაშორებული ობიექტებიდან გამოსხივების სპექტრულ ანალიზში, მაგალითად, ვარსკვლავებიდან. თუ ობიექტი გვშორდება, მაშინ ხაზები ინაცვლებს სპექტრის წითელ ნაწილში. ამას უწოდებენ წითელ წანაცვლებას.
ასეთ მოვლენას აკვირდებოდა ჯერ კიდევ 1920 წელს ასტრონომი ედვინ ჰაბლი. წითელი წანაცვლების ეფექტი გალაქტიკების უმრავლესობიდან მიიღეს, ამავე დროს ის თანდათან ძლიერდებოდა. აქედან ერთადერთი დასკვნა ასეთი იყო – გალაქტიკები ერთმანეთს იმის გამო შორდებოდნენ, რომ სამყარო "იბერებოდა", როგორც საჰაერო ბუშტი.
ახლა კი პროფესორმა ვეტერიხმა მიუთითა: სინათლე, რომელსაც ატომები ასხივებენ, მათ მასაზეცაა დამოკიდებული. თუ ატომები კარგავენ მასას, მხოლოდ მაშინ ჩანს წითელი წანაცვლება, ხოლო თუ ატომების მასა იზრდება, მაშინ სპექტრული ხაზები წაინაცვლებენ ნარინჯისფერი ნაწილისაკენ. აქედან გამომდინარე, გერმანელმა ფიზიკოსმა ივარაუდა, რომ წარსულში ატომების მასები, ალბათ უფრო დიდი იყო, მაგრამ თანდათან მცირდებოდა, რამაც მოგვცა წითელი წანაცვლება. მისი ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენადაა დაშორებული დედამიწიდან ესა თუ ის გალაქტიკა. თუმცა, პროფესორ ვეტერიხის თეორიამ არ მოგვცა განსაზღვრული პასუხი. პირიქით, ახალი თავსატეხი წარმოიშვა.
შოტლანდიის სენტ-ედრიუსის უნივერსიტეტის თანამშრომელი, რომელიც გრავიტაციის ალტერნატიულ თეორიას ამუშავებს, გერმანელი კოლეგის თეორიას სრული სერიოზულობით უყურებს. მისი პოეტური გამონათქვამია: "სამყარო პიანინოს კლავიშებივითაა, რომლებზედაც უკრავენ დაბალიდან მაღალ რეგისტრამდე. ვეტერიხის თეორიიდან გამოდის, რომ "კოსმოსური პიანინოს" პირველი ნოტი იყო გრძელი და დაბალი.