სოფელ სუფსის მოსახლეობა მასშტაბური საპროტესტო აქციის სამზადისშია და მუნიციპალიტეტის საკრებულოში მათი წარმომადგენელი ჯუმბერ ბლაგიძე ამ დღეებში სწორედ მათ გვერდით ყოფნას ანონსებს. "ეს დღეები მე ხალხის გვერდით უნდა ვიყო" – საჯაროდ განაცხადა პარასკევის საკრებულოს სხდომაზე ბლაგიძემ.
საქმე ისაა, რომ სუფსის მოსახლეობა 17 აგვისტოს პიკეტის მოწყობას იმ ადგილას გეგმავს, სადაც ჩინური სამშენებლო კომპანიაა განთავსებული, რათა შეაჩეროს სუფსის ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას მიმდინარე მშენებლობა, მანამ, სანამ ცენტრალური ხელისუფლება არ შეასრულებს მათ მოთხოვნებს.
მოსახლეობის მოთხოვნაა, გაუქმდეს 2012 წლით დათარიღებული აუდიტის ის დასკვნა, რომლითაც, მათი თქმით, ხდება ადგილობრივთა დაყაჩაღება. მოხდეს ავტომაგისტრალის პროექტის ადგილობრივ დონეზე განხილვა. ასევე მოსახლეობა ხელახალი ტენდერის მოთხოვნითაც გამოდის, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ რეალურ დასკვნა რეალურ დროში წარმოადგინოს.