გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ბაია ცანავა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ინიშნება. თავად ცანავა, დანიშვნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც ცანავამ ამბობს, მან შეთავაზება მიიღო, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ ეტაპზე არსად დანიშნული არ არის.
"შემოთავაზება მაქვს და არა მხოლოდ ამ უწყებიდან. ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია", – განაცხადა მან.
ბაია ცანავა ამჟამად ტელეკომპანია "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. ასევე არის ახალი ამბების სააგენტოების "ინტერპრესნიუსისა" და "ინფო 9"-ის დამფუძნებელი.
როგორც თავად ჟურნალისტი აცხადებს, მან მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.