ჩინეთის პორტ ტიანჯინში, შხამქიმიკანტების საწყობში ახალი აფეთქება მოხდა.
CNN-ის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ჩინეთის ოფიციალური პირების თქმით, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. 1 000-მდე მეხანძრე ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას.
გარემოს დაცვის უფროსის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერში ქიმიური ნივთიერებების შემცველი დონე ჩვეულებრივზე მაღალია, მაგრამ მოსახლეობისთვის ხიფათს არ წარმოადგენს.
ოფიციალური პირების თქმით, ოთხშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად, რომლიდანაც ერთი -20 ტონა ტროტილის აფეთქებას უდრიდა, 85 ადამიანი დაიღუპა,ხოლო 700-მდე დაშავდა, ათასობით მოქალაქე კი – საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
ამ დროისთვის უცნობია, ტიანჯინში მომხდარი ახალი აფეთქების გამომწვევი მიზეზები და შედეგები.